19 ივნისი 2021,   04:18
ვრცლად
დაპირისპირება სოფელ დიღომში საბურთალოელების მონაწილეობით - სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება

სოფელ დიღომში მომხდარი გარჩევისას დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე.

"კურიერის" ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე საბურთალოელები. მათ დაპირისპირების კონკრეტულ მოტივებთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ.

საქმეში, გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა, ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.  

დღის ამბები