20 ივნისი 2021,   07:50
ვრცლად
6 წლის ბავშვს დედა თვეებია ეძებს - ქსენია შიშკინას მტკიცებით, ყოფილი ქმარი შვილს ამჯერად ბათუმში მალავს

ბათუმში 6 წლის დაკარგულ გოგონას, ვასილისა შიშკინას ეძებენ.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს დაკარგული ბავშვის დედა აქვეყნებს. პოსტის ავტორი ქსენია შიშკინა წერს, რომ მცირეწლოვანი შვილი ყოფილმა ქმარმა, სტანისლავ საჟინმა გასული წლის 10 ოქტომბერს მოტყუებით, საზღვარზე მინსკის გავლით, უკანონოდ გადმოიყვანა. 

6 წლის გოგოს დედა უკვე 7 თვეა ეძებს. რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი დედასთან ერთად უნდა იმყოფებოდეს და მამის მიერ მისი უნებართვოდ წამოყვანა კანონდარღვევაა.

პოსტის მიხედვით, ძიებაში ჩართულია ინტერპოლი, მათ ბავშვის საქართველოს საზღვარზე გადაადგილება 2021 წლის 2 მარტს დააფიქსირეს.

პოსტის ავტორის, ქსენია შიშკინას მტკიცებით, ამ ეტაპზე სტანისლავ საჟინი 6 წლის ბავშვთან ერთად ბათუმში იმალება. 

 

დღის ამბები