16 ივნისი 2021,   17:53
ვრცლად
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მაკრატლით დაჭრეს 

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭია მოთავსებული.

ერთ-ერთ ვერსიით, 8 ივნისი ქალაქის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს, ახალგაზრდა დაშავდა, ერთს დაზიანება მაკრატლით თავის არეში აქვს მიყენებული, რომელიც თბილისშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ხოლო მეორე დაშავებული, თელავის მერიის ყოფილის მოადგილის, აკა საჩიშვილის შვილია, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებული აქვს მრავლობითი დაჟეჟილობები.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

დღის ამბები