16 ივნისი 2021,   18:30
ვრცლად
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ლატვიის პარტია "თანხმობის" დეპუტატი და ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებულია

დაკავებულია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ლატვიის პარტია "თანხმობის" დეპუტატი და ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იანის ადამსონი.

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას  ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო. "დოიჩე ველეს" ცნობით, აღნიშულ გადაწყვეტილებას დღეს მხარი სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა.

გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტების თანახმად, საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე.

უწყების ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მედიასთან საუბარში ადამსონი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია.

დღის ამბები