20 ივნისი 2021,   13:40
ვრცლად
თბილისში iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის ზარალი, დაახლოებით, 90 000 ლარს შეადგენს. ქურდობის ფაქტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს 2 ახალგაზრდა, რომლებიც მაღაზიის ვიტრინას ჯერ მძიმე საგნებით აზიანებენ, რის შემდეგაც მათ შენობაში შეღწევა მოახერხეს. 

შემთხვევა გამთენიისას, ე.წ. კომენდანტის დასრულებისას მოხდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები