20 ივნისი 2021,   13:32
ვრცლად
"გლეხოვიჩის" შვილი ბრალს არ ეთანხმება - ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 13 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 13 მამაკაცის სასამართლო სხდომა დღის განმავლობაში გაიმართება. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. 

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალები მათთვის ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად, დაცვის სტრატეგიის აგება გაუჭირდებათ. ამის მიუხედავად, "კანონიერი ქურდის" შვილის, მევლუდ მახარობლიძის შვილის უფლებადამცველი, "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ბრალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მოსამართლისგან მის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. უკიდურეს შემთვევაში, არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს. 

საქმე ბიზნესპარტნიორებს შორის დაპირისპირებას ეხება, გამოძიების ინფორმაციით, მათ 80 ათასი ლარს და ტრაქტორს ეხება, რომელიც ვერ გაინაწილეს და საქმეში ე.წ კანონიერი ქურდები ჩართეს. ქურდული სამყაროს მიმართვისთვის, სპეცოპერაცია გუშინ სამ ქალაქში, თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. დაკავებულია 12 პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. 

სასამართლო სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ჩაინიშნება. გამოძიება 12-ივე დაკავებულს ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები