20 ივნისი 2021,   14:38
ვრცლად
პანდემიის პერიოდში ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა, ყველა ზომა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რომ სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს - ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რათა მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არ აღმოჩნდეს.

"ამ ქვეყანაში, სადაც მძიმე სიტუაცია იყო კოვიდამდე და პანდემიის პირობებში ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ყველა ზომა უნდა მიიღოს, მათ შორის ფინანსთა სამინისტრომ, რომ როგორმე დამსაქმებლებს ხელი შეუწყოს, რომ სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს. 

ჯერ 750 ლარი რა არის, რომელ ოჯახს ყოფნის, მაგრამ ეს მაინც სრულად მიიტანოს სახლში და ამ ტიპის სამუშაო ადგილები მაინც არ დაიკარგოს ქვეყანაში,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ანა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ფინანსთა მინისტრს უსმენს. ლაშა ხუციშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტის სრული შემადგენლობის წინაშე წარდგა.

დღის ამბები