20 ივნისი 2021,   13:49
ვრცლად
კიბერთავდასხმა McDonald’s-ის ქსელზე - ჰაკერებმა კომპანიის სერვისით მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია მოიპარეს

McDonald’s-მა განაცხადა, რომ ჰაკერებმა კომპანიის სისტემიდან მონაცემები მოიპარეს, თან რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად. ამასთან, რამდენიმე ბაზარზე ინფორმაციის გაჟონვა კლიენტების მონაცემებსაც შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. ბოლო დროის განმავლობაში უმსხვილეს კომპანიაზე ეს უკვე რიგით მესამე კიბერთავდასხმაა.

ამერიკული ქსელის ინფორმაციით, მათ ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემის უნებართვო საქმიანობის შესასწავლად კონსულტანტები დაიქირავეს და ექსპერტებმა, მონაცემთა გაჟონვის აღმოჩენა შეძლეს.

აღნიშნული პრობლემა შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და ტაივანს შეეხო.  

სამხრეთ კორეასა და ტაივანში ბოროტმოქმედებმა McDonald’s-ის იმ კლიენტების მისამართები და სატელეფონო ნომრების მონაცემები მოიპარეს, რომლებიც კომპანიის სახლში მიტანის სერვისით საერგებლობდნენ. ტაივანში ასევე თანამშრომლების მონაცემებიც მოიპარეს.

შტატების McDonald’s-მა თანამშრომლების მისამართით მიმართვისას განმარტა, რომ მათი ნაწილის საკონტაქტო ინფორმაცია კიბერთავდამსხმელებმა ამოიღეს, ისევე როგორც ქსელის ფართობისა და რესტორნების შესახებ. კომპანიის მტკიცებით, კლიენტების მონაცემების გაჟონვა შტატებში არ მომხდარა.

დღის ამბები