24 ივლისი 2021,   14:30
ვრცლად
"2021 წლის NATO-ს სამიტი - ერთგული მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა" - The Heritage ფონდის ანგარიში და მხარდამჭერი განცხადებები

2 დღე NATO-ს სამიტამდე - 14 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან.

რას ელოდება საქართველო ამ სამიტიდან, იმ ფონზე, რომ უკვე ისმის მხარდამჭერი გზავნილები და არამხოლოდ NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, რომელმაც ბოლო პრესკონფერენციაზე უკვე თქვა, რომ სამიტის დღის წესრიგში იქნება მყარი მხარდაჭერა "ღირებული პარტნიორების" საქართველოსა და უკრაინის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

"2021 წლის NATO-ს ​სამიტი - ერთგული მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა" - ასეთი სათაურით გამოქვეყნა ანგარიში ჰერითიჯის ფონდმა, ბრიუსელში ალიანსის სამიტამდე 2 დღით ადრე. ავტორი ლიუქ ქოფი წერს, რომ ბრიუსელის შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობაა ნატოსთვის, გააძლიეროს ურთიერთობა თბილისთან და საქართველო გაწევრიანების გზაზე იყოს.

"შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს საქართველოს NATO-ში სწრაფვის მხარდაჭერა და უზრუნველყოს სამიტის მიერ შესაძლებლობათა პაკეტის წარმოდგენა, რომელიც NATO-საქართველოს ურთიერთობებს გააძლიერებს და საქართველოს სამხედრო თავდაცვით შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. ალიანსმა უნდა შეასრულოს 2008 წლის დაპირება და იყოს საქართველო NATO-სწევრობის გზაზე. NATO-ში საქართველოს გაწევრიანება, სამხრეთ კავკასიას და ტრანსატლანტიკურ რეგიონს მეტ სტაბილურობას მოუტანს,"- ნათქვამია ანგარიშში.

ჰერითიჯის ფონდის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში, საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია. ის რუსეთის შემოჭრის შემდეგაც, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებს ავითარებდა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა.

"საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია NATO-ს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. საქართველომ შესთავაზა მისი ტერიტორია, ინსფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური შესაძლებლობები, NATO-ს ​ძალების და ტვირთების ავღანეთში ტრანზიტისთვის. წლების მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი აეროპორტების და პორტების მოდერნიზება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შავი ზღვის რეგიონს ეხება. საქართველოზე მნიშვნელოვანი მილსადენები და სარკინიზგო ხაზები გადის. ნავთობის და ბუნებრივი აირის მილსადენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და რეგიონში ნატოს ინტერესებისთვის,"- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები