24 ივლისი 2021,   13:59
ვრცლად
ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველო-უკრაინის საკითხის განხილვა ერთობლივად უნდა მოხდეს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში NATO-ს სამიტის წინ

რა მოლოდინები არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში NATO-ს სამიტის წინ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, NATO-ში გაერთიანებასთან მიმართებაში საქართველო-უკრაინის განხილვა ერთობლივად უნდა მოხდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს საკითხის აქტუალიზაციას ვახდენთ, მათ შორის NATO-ში გაერთიანებასთან მიმართებაში მოხდეს საქართველო-უკრაინის ერთობლივად განხილვა, რადგან ჩვენ ვდგავართ ერთნაირი გამოწვევების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვს "ქართულ ოცნებასთან", ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას NATO-ს სამიტის წინ იმისთვის, რომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროატლანტიკური მიზნების განხორციელება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში.

"NATO-თან ურთიერთობები ძალიან დაახლოებულია, პრინციპში NATO-ს წევრ ქვეყნებში არ არის ისე ახლო ურთიერთობები, როგორც არის საქართველოში. ეს დაფიქსირებულია NATO-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა ასევე საჯაროდ არის ნათქვამი, რომ ელოდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსლეში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან.

დღის ამბები