24 ივლისი 2021,   13:50
ვრცლად
დავრწმუნდით, რომ გელათის მონასტერში უსაფრთხოდაა მოწყობილი ხარაჩოები იმისათვის, რომ UNESCO-ს ექსპერტებს ღირსეულად დავხვდეთ - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათში UNESCO-ს ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტები 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ტაძრის გადახურვის დროს ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და რეკომენდაციებს გასცემენ. იმავე მიდგომით მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და სამოქმედო გეგმის დასახვა.

"გელათის მონასტერში ჩვენ დავასრულეთ შემოწმების პროცესი და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად უსაფრთხოდ მოწყობილია ხარაჩოები იმისათვის, რომ ჩვენ ღირსეულად დავხვდეთ UNESCO-ს ექსპერტებს, ვინც არამხოლოდ ფერწერის, არამედ სახურავის მდგომარეობას შეაფასებს. ასევე ჩაატარებს ექსპერტიზას შესრულებული ხარვეზიანი სამუშაოებისა და ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამ ხარვეზების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები