24 ივლისი 2021,   14:33
ვრცლად
ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მშობლებმა დახმარების თხოვნით ანგელა მერკელს მიმართეს

ბელარუსში დაკვებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის მშობლებმა დახმარების თხოვნით ანგელა მერკელს მიმართეს.

მათი განცხადებით, ჟურნალისტის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ძალადობის შედეგი იყო. პროტასევიჩის დედა ამბობს, რომ დასავლეთის რეაგირების გარეშე ყოველი საათი უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს.

პროტასევიჩი გასულ თვეს დააკავეს, მას ბელარუსში, მასობრვი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. დაკავებულ ჟურნალისტს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები