24 ივლისი 2021,   14:04
ვრცლად
2 დღე NATO-ს სამიტამდე - პოლიტიკოსებისა და ექსპერტების თქმით, ალიანსში ინტეგრაციისათვის საქართველომ საგარეო ასპარეზზე მუშაობა უნდა გააძლიეროს

რას ელოდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე - NATO-ს სამიტამდე 2 დღე რჩება.

სწორედ NATO-ს სამიტია მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც ამ წუთებში ქართველი ექსპერტები საპარლამენტო ოპოზიციას ხვდებიან.

ექსპერტებს და პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საგარეო ასპარეზზე მუშაობა გასაძლიერებელია. 

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საგარეო ასპარეზზე მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ საქართველოს NATO-სთან ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის. 

"საქართველოსთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ იქ განიხილონ საქართველოს საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია,"- აღნიშნა გიგი წერეთელმა. 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე წინა პლანზე წამოიწიოს და ამაში საპარლამენტო ოპოზიციამ წვლილი უნდა შეიტანოს.

"საქართველო არ იქნება წარმოდგენილი სამიტზე და ეს არის ტექნიკური პრობლემის გამო. ჩვენ შეგვეძლო პარტნიორ ქვეყანასთან გვერდითი ღონისძიების ჩატარება და იქ მაინც ჩასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე საპარლამენტო ოპოზიცია გახდა და მათ შეუძლიათ საქართველოს წინა პლანზე წამოწევა,"- აღნიშნა ხარშილაძემ.

დღის ამბები