24 ივლისი 2021,   15:45
ვრცლად
პრეზიდენტი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფასილიტაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება, რომლის შედეგად კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

"ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა," - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".

დღის ამბები