24 ივლისი 2021,   15:21
ვრცლად
ქუთაისში მაღაზიათა ქსელი "სპარი" გაქურდეს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელი "სპარი" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელი პირები ობიექტზე კომენდანტის საათის დროს, ღამის 3 საათზე შევიდნენ.

ობიექტზე შესვლა მძარცველებმა მინის კარის ჩამსხვრევით მოახერხეს. დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზია გაქურდული დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და ტკბილეული.

შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები