24 ივლისი 2021,   14:20
ვრცლად
განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად - დავით ზალკალიანი

საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ - ასეთია შეფასებები თბილისში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს როლზე აკეთებს აქცენტს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ქართული მხარე მუდმივად სთავაზობდა მხარეებს, თბილისი გამხდარიყო ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის და ამ გზაზე პირველი და სერიოზული ნაბიჯი გადადგმულია. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ხელშეწყობით და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიფ რიკერის უშუალო ჩართულობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემცირებას და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ცალსახად უნდა გამოიკვეთოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობა, რომელიც 24 საათიან რეჟიმზე იყო გადასული და აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა მის კოლეგებთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები