24 ივლისი 2021,   14:32
ვრცლად
რეპორტაჟები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და უნიკალური ამბები საქართველოდან - "რუსთავი 2"-ზე გადაცემა P.S. ბრუნდება

"რუსთავი 2"-ზე P.S. ბრუნდება. ყოველ კვირას, 21:00 საათზე გადაცემის გუნდი გურამ როგავასთან ერთად კვირის მნიშვნელოვან თემებს შეაჯამებს. გადაცემა, რომელსაც არხზე 25 წლიანი ისტორია აქვს, პირდაპირ ეთერში განსხვავებული ფორმატით გავა.

P.S-ს უბრუნდება მისი პირველი წამყვანი, დავით კიკალიშვილი - ამჯერად ის კორესპონდენტის ამპლუაში მაყურებელს საინტერესო ამბებს ევროპიდან გააცნობს. გიორგი ქორქია, თომა ჩაგელიშვილი, ნიკა ლებანიძე – P.S-ის ძველი სახეები ახალი იდეით გაერთიანდნენ. 

რეპორტაჟები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, უნიკალური ამბები საქართველოდან, საინტერესო თემები და რესპონდენტები. დავით ნიკურაძე ამერიკიდან, დავით კაკულია და მაყურებლის საყვარელი, კარგად ნაცნობი ჟურნალისტები P.S-ის ეთერით, მაყურებელს ბევრ საინტერესო ამბავს და ადამიანურ ისტორიას ჰპირდებიან.

გადაცემის მთავარი ორიენტირი შეუნიღბავი რეალობა და პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზების ძიება იქნება. 

P.S. ტრადიციულად ყოველ კვირას საღამოს 21:00 საათზე გავა. 

დღის ამბები