24 ივლისი 2021,   14:22
ვრცლად
მოწმეს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ყვებოდა, პროკურატურის ინფორმაციით, ბიძა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

მოწმე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ყვებოდა, ახლა თავშესაფარშია, მისი ბიძა კი მუქარის ბრალდებით არის დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ ბენეფიციარს ბიძა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 

ცოტა ხნის წინ, "კურიერმა" ინტერვიუ ჩაწერა მოწმის მეუღლესთან, რომელიც დაკავების ფაქტს ადასტურებს, ასევე ყვება მისი მეუღლისა და ბიძის ურთიერთობის შესახებ. 

მოწმის მეუღლე ამბობს, რომ კონფლიქტი მის მეუღლესა და ბიძას შორის წარსულშიც იყო, ამას თავადაც შეესწრო, როდესაც ბიძა მის მეუღლეს გარკვეული საფრთხის შესახებ ინფორმაციას აწდიდა, თუმცა რესპოდენტი ამას მუქარად არ აღიქვამს და მიაჩნია, რომ ბიძის დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

"უბრალოდ უთხრა, რომ ფრთხილად იყავი, მანქანებმა არ გადაგიარონო. ეს მივიდა და სულ სხვანაირად თქვა პოლიციაში. მუქარის გამო დააკავეს. ბიძამისი ამოსული იყო და იმას ეუბნებოდა, რომ რატომ გააკეთე ეგეთი საქციელიო, რატომ შეეკარი მაგათო. კარგს ვერაფერს ვერ ნახავო, ჟურნალისტები იგულისხმა და მთავრობა, ესე რომ ვთქვათ. ვიღაცა აგეკიდება და შარს ნახავო. ერთი და იგივე მანქანა დავინახე 4-5-ჯერ დადიოდა ჩემს სამსახურთანო. რომ კითხეს, როგორ ამოიცნობ მანქანასო, არც სერია ვიცი და არც ნომერიო და ძალიან ალოგიკურია. 

არ ვიცი. ალბათ უფრო ბიძამისისგან გრძნობდა საფრთხეს. იყო ნამდვილად კონფლიქტი მაგათ შორის, მე და ბიძამისს შორისაც იყო, მაგრამ ეს იყო ერთი წლის წინ და ახლა რატომ გაიხსენა?“ - ამბობს  მოწმის მეუღლე.

დღის ამბები