04 აგვისტო 2021,   20:36
ვრცლად
სროლა ქუთაისის ცენტრში - სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი

სროლა ქუთაისის ცენტრში - თვითმხილველების ინფორმაციით, გაიგონეს ჩხუბის ხმა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს.

სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სს კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები