04 აგვისტო 2021,   19:21
ვრცლად
ნიკა მელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

ნიკა მელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს სენატში რესპუბლიკელ სენატორს, რონ ჯონსონს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განვითარების პერსპექტივებსა და რეფორმებზე.

"შეხვედრის მიმდინარეობისას დავრწმუნდი, რომ ალბათ, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელი მეგობარი ჰყავს - ამდენად ერთგული მეგობარი საქართველოს, დღეის მდგომარეობით, თუმცა ეს არის უდიდესი განძი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.

ყველა მიმართულებით ბატონი ჯონსონი არის ინფორმირებული და მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას,"- აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები