04 აგვისტო 2021,   19:31
ვრცლად
პუტინის მდიდრული კორტეჟი ჟენევაში - პრეზიდენტისთვის მანქანები მოსკოვიდან ჩაიყვანეს

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს - ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან. 

ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ არც რუსეთის პირველი პირის ესკორტი - BBC წერს, რომ პუტინი აეროპორტიდან შეხვედრაზე ავტოკოლონის თანხლებით გაემგზავრა, რომელშიც, სულ მცირე, 17 მანქანა იყო - ამ რაოდენობაში არ ითვლება პოლიციის მანქანები. 

თავად პრეზიდენტი ჯავშნიან Aurus Senat-ში ჩაჯდა, რომელიც მისთვის მოსკოვიდან ჩაიყვანეს. 

საპრეზიდენტო მანქანა პუტინს 2018 წელს, მეოთხე ინაუგურაციისას გადაეცა. უცნობია ავტომობილის საფასური, თუმცა იგივე მანქანა, საბაზისო კონფიგურაციით, დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარი ღირს. 

დღის ამბები