24 ივლისი 2021,   15:55
ვრცლად
ბორჯომში უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

ბორჯომში უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. ისინი პრემიერის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმასა და პოსტ პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ.

"მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს გრძელვადიან განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ კი იქნება პრემიერის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. თუკი რაიმე გამოწვევაზე შეიძლება ილაპარაკო, ეს არის პოსტ კოვიდური პერიოდი და გამოწვევა იმაზე, თუ რა ზიანი მიაყენა ქვეყანას პანდემიამ,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები