24 ივლისი 2021,   15:30
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა - რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა რეკომენდაციებს თბილისში

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პირველი პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ერთობლივად წერენ, რომ საარჩევნო რეფორმა მისაღებია, თუ იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ხშირი ცვლილებები დემოკრატიისთვის საფრთხეა, საუბარია შემჭიდროებულ ვადებზეც, რადგან ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოესწროს, დრო კი ცოტაა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისია აკრიტიკებს იმ სადამსჯელო ღონისძიებებს, რომელსაც მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის არმაზ ახვლედიანის შეფასებით, ის რეალობა, რომელსაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ქმნის, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მმართველი პარტია "თხა და გიგოს" პოზიციაში რჩება.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები ფაქტობრივად ემთხვევა ოპოზიციის მოთხოვნებს.

დასკვნას პოზიტიურს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავას თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მოწოდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, რომ რეფორმის საბოლოო ეტაპზე მაინც ჩაერთონ პროცესში. კახა კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია რომ ეს რეკომენდაციები განხილული და გათვალისწინებული იქნას.

დღის ამბები