04 აგვისტო 2021,   18:46
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. მისივე განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე.

ჰესის მოწინააღმდეგეები ხვალ შეთავაზებულ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დათანხმდებიან თუ არა რომელიმე შეთავაზებულ ლოკაციაზე კარვების გაშლას. 

მათი მოთხოვნა, თავდაპირველი პროტესტის ლოკაციაზე დაბრუნებაზე იყო, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, აღნიშნული მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა გრძელდება, ამიტომ იქ კარვების გაშლა შეუძლებელია.

დღის ამბები