04 აგვისტო 2021,   20:28
ვრცლად
ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯარიმას არ გადაიხდიან, რადგან ის უკანონოდ დააკისრეს, ასევე საუბრობენ დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.

მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამ სახით დააშინოს მოსახლეობა და შეწყდეს პროტესტი, თუმცა ბობოყვათის მოსახლეობა უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებს და პროცესში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას აპირებს. ამბობენ, რომ ისინი მამაპაპისეული მიწების დაკანონებას ითხოვენ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

ბობოყვათის სანაპიროზე მიწების დაბრუნების მოთხოვნით 200-მდე ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. პროტესტის ნიშნად დღეს მათ რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც ბათუმი-თბილისის მატარებელი რამდენიმე საათით შეფერხდა.

დღის ამბები