24 ივლისი 2021,   09:20
ვრცლად
სკოლის ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ბელგიაში მოხდა

ბელგიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა. დაიღუპა 5 და დაშავდა 9 ადამიანი. ინციდენტი ქალაქ ანტვერპენში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო და მშენებლები სკოლის რესტავრაციაზე მუშაობდნენ, რა დროსაც შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა.

გარდაცვლილები მუშები არიან, მათ შორის პორტუგალიის და რუმინეთის მოქალაქეები. ანტვერპენის პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.

დღის ამბები