31 ივლისი 2021,   23:06
ვრცლად
ბრწყინვალე მატჩი და 6 გოლი - გერმანელებმა პორტუგალიელების წინააღმდეგ დამაჯერებლად გაიმარჯვეს

მიუნხენის "ალიანს არენაზე" F-ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში, ერთმანეთს პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ბრწყინვალე მატჩი და 6 გოლი იხილა.

გერმანელებმა დამაჯერებლად 4-2 გაიმარჯვეს და ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრაში უნგრელებს დაუპირისპირდებიან.

"სიკვდილის ჯგუფს" 4 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ლიდერობს. გერმანიის ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონს, პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უნგრეთის ნაკრებმა, მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო.

დღის ამბები