24 ივლისი 2021,   09:12
ვრცლად
"სამუდამოდ ერთად... კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო" - მას შემდეგ, რაც ცოლი გაგუდა, ბერძენმა მფრინავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა

საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე, რომლის თავდაპირველ ვერსიაში საქართველოს მოქალაქეც ფიგურირებდა, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბერძენი პილოტი, რომელიც ცოლის მკვლელობაში სხვებს ადანაშაულებდა, 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

მფრინავი, რომელმაც ცოლის მკვლელობა მოგვიანებით აღიარა, გოგონას დაღუპვას საჯაროდ გლოვობდა - მას შემდეგ, რაც 20 წლის კეროლაინ კრაუჩი გაგუდა, "ინსტაგრამზე" ქორწილის ფოტო განათავსა, წარწერით "სამუდამოდ ერთად. კეთილი მგზავრობა, ჩემო სიყვარულო".  

ბაბის ანაგნოსტოპულოსი იქვე აღნიშნავს, "ვწუხვარ, რომ როდესაც ჩვენი შვილი გაიზრდება, აღარ ემახსოვრება თავისი მშვენიერი დედა, რომელიც ჩემი ცხოვრების სიხარული იყო". 

მოგვიანებით, გასაჯაროვდა მოკლულის დღიურის ჩანაწერებიც, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ წყვილს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად ჩხუბობდნენ.  

"ვფიქრობ, დავშორდე. ჩემს დასთან წავალ, არ ვიცი შევძლებ თუ არა ბაბისთან ურთიერთობის გაგრძელებას. ისე ძალიან მიყვარს, რომ მისი მიტოვება მიჭირს, თუმცა ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან რთულია," - წერდა კეროლაინ კრაუჩი

20 წლის ქალის მკვლელობა გლიკა ნერაში (ქალაქი საბერძნეთში, ათენის აღმოსავლეთ გარეუბანი) 11 მაისს მოხდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილის – სამოქალაქო ავიაციის 32 წლის პილოტისა და მისი, წარმოშობით ბრიტანელი, 20 წლის მეუღლის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ და ახალგაზრდა დედა ბალიშით გაგუდეს 11 თვის შვილის გვერდით, მისი ქმარი, 32 წლის პილოტი კი სკამზე მიაბეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სინამდვილეში ყაჩაღობა არ მომხდარა და ეჭვმიტანილი მოკლულის მეუღლეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები