31 ივლისი 2021,   22:24
ვრცლად
რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება - "ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი"

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.  ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი - ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და, ჩემი აზრით, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად " - ამბობს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსულ არხთან ინტერვიუში. 

რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც ირლანდიელი დრამატურგისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა. 

"ახლა, როცა ასეთ რთულ სპექტაკლს ვთამაშობთ, რუსი მაყურებლის იმედი გვაქვს, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა, უყვარს განხილვა" - განაცხადა მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა.

დღის ამბები