24 ივლისი 2021,   15:15
ვრცლად
თამარ ჟვანია დღეს პარლამენტში მივა - ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების საგამოძიებო კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

პარლამენტში დღეს თამარ ჟვანიას ელოდებიან. ცესკოს თავმჯდომარე 2020 წლის არჩევნების საგამოძიებო კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კომისიის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცესში მათ ჟვანიას მიმართ არაერთი კითხვა დაუგროვდათ.

მათ შორის არის ცესკოს შეცდომებზე რეაგირება, პირველადი შედეგების გამოცხადება და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კომპეტენცია.

დეპუტატებს დღესვე ახსნა-განმარტებებს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მისცემენ პროკურატურის წარმომადგენლებიც.

დღის ამბები