24 ივლისი 2021,   15:20
ვრცლად
25 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი წარდგება

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა დაიწყო. რეგლამენტის მიხედვით, სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. სწორედ 25 ივნისს, გაწეული მუშაობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი წარდგება.

სესიის დახურვის მიუხედავად, დეპუტატები საზაფხულო არდადეგებზე ჯერ არ მიდიან და რიგგარეშე სესიის ფორმატში ისინი მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებენ. დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.

დღის ამბები