31 ივლისი 2021,   21:39
ვრცლად
რუსთაველის თეატრი ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებისთვის ემზადება - რა გამოხმაურებები მოჰყვა ქართველი არტისტების მოსკოვურ ვიზიტს

ქართველი მსახიობები ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებისთვის ემზადებიან. რუსთაველის თეატრის დასი მოსკოველი მაყურებლისთვის ითამაშებს. მსახიობები "მოსსოვეტის" სცენაზე გამოვლენ. რობერტ სტურუა კი მანამდე რუსეთის ფედერალურ არხებს ინტერვიუებს აძლევს და ამბობს, რომ მისთვის და ქართველი მსახიობებისთვის ძალიან სასიამოვნოა მოსკოვში ჩასვლა.

რუსთაველის თეატრის გასტროლებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში:

"როდესაც რუსთაველის ეროვნული თეატრი იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში და მიიღოს საკმაოდ პრესტიჟულ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა, ეს არის მისი გადაწყვეტილება.მაგრამ მე მაქვს ასეთი პოზიცია, რომ მე არ წავიდოდი, მე არ მივიღებდი მონაწილეობას," - აცხადებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.  ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.

რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

დღის ამბები