31 ივლისი 2021,   23:15
ვრცლად
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა

კრიტიკას, რომელიც რუსთაველის თეატრის მიერ ოკუპანტ ქვეყანაში დაგეგმილ გასტროლს მოჰყვა, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ეხმაურება

"საქართველო გაყიდეთ!

დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო - და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ;  რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?"- წერს რობერტ სტურუა.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.  ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.

რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.

დღის ამბები