24 ივლისი 2021,   09:01
ვრცლად
ბათუმის აეროპორტში მგზავრების ნაკადი გაიზარდა - ნათია თურნავა

ბათუმის აეროპორტში მგზავრების ნაკადი გაიზარდა - განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას ინფორმაციით, აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა.

"იანვარ-მაისის განმავლობაში, 16%-იანი ზრდა გვაქვს ვიზიტორების მომსახურების თვალსაზრისით, 2020 წლის პირველ 5 თვესთან შედარებით. ეს პირველია ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებს შორის, სადაც კოვიდის მიუხედავად, პოზიტიური დინამიკაა და შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

დღის ამბები