24 ივლისი 2021,   09:34
ვრცლად
რობერტ სტურუას დასი რუსეთში - რას პასუხობენ კრიტიკას ადრესატები

რუსთაველის თეატრი მოსკოვური გასტროლისთვის ემზადება, საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს ტრადიციულად პროტესტი მოჰყვა. ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, სადაც დასი თვის ბოლოს გაემგზავრება, თეატრის მსახიობებისთვის მისაღებია.

ფესტივალში მონაწილეობის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი რუსული არხიდან გახდა, სადაც რეჟისორმა რობერტ სტურუამ ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ მისთვის  მოსკოველ მაყურებელთან შეხვედრა სასიამოვნოა.

რობერტ სტურუასთვის გაუგებარია, რატომ არის თეატრის რუსეთში გამგზავრება პრობლემა.

ხელოვანთა ნაწილი რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლს როგორც სახელმწიფო პოზიციას, ისე აღიქვამს და ამიტომ, მათ გამგზავრებას ეწინააღმდეგება. კულტურის სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის. თეა წულუკიანის განცხადებით, ის  თეატრალურ ცხოვრებაში არ ერევა.

ავტორი: მარიამ ჯანელიძე. 

დღის ამბები