24 ივლისი 2021,   09:23
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას აღნიშნავს, მისი კონკურენტები კი შედეგებს აპროტესტებენ

ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ცენტრში მომხრეებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ 53% აიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა კი -21.

ფაშინიანის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, რომელსაც მხარდამჭერებს ხვალ გააცნობენ.

"მთლიანობაში დასკვნა ასეთია, რომ 2021 წლის 20 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები სომხეთის რესპუბლიკაში იყო კონკურენტული და მთლიანობაში კარგად ორგანიზებული, დროის მოკლე მონაკვეთში. თუმცა, ხასიათდებოდა ძლიერი პოლარიზებით და მზარდი რიტორიკით მთავარ კონკურენტებს შორის.

სამართლებრივი ბაზა მთლიანობაში არის ყოვლისმომცველი, თუმცა ის ფაქტი, რომ კანონდებლობაში ცვლილებები შევიდა არჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ეს იწვევს სამართლიან უნდობლობას. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშავა გამჭვირვალედ, კოლეგიალურად და პროფესიულად,"- აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი კარი ჰენრიქსენი.

სანამ ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, როგორ გააპროტესტოს ვადამდელი არჩევნების შედეგები, ნიკოლ ფაშინიანი კოლეგა ლიდერებისგან მილოცვებს იღებს, ერთ-ერთი პირველი, ვინც ყოფილ კოლეგას მიულოცა, ირაკლი ღარიბაშვილია.

"მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობებს გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ. მინდა ასევე მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, განვითარების ეპოქის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია,"- აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

დღის ამბები