24 ივლისი 2021,   08:52
ვრცლად
ონლაინ ბიბლიოთეკაზე წვდომა მატარებლის ბილეთის სანაცვლოდ - ელექტრონული წიგნის პლატფორმა "საბა" მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს 

ონლაინ ბიბლიოთეკაზე წვდომა, მატარებლის ბილეთის სანაცვლოდ -15 ივლისიდან, მათ ვინ მგზავრობის საფასურს კონკრეტულ პორტალზე გადაიხდის, ერთი თვე შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონული წიგნები უფასოდ წაიკითხონ.

ელექტრონული წიგნის პლატფორმა "საბა" და ბილეთების ონლაინ პლატფორმა “TKT.GE” 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან.

ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით შეიძენს, "საბას" ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.

მატარებლის ბილეთის შეძენის შემთხვევაში TKT.GE-სგან მოკლეტექსტურ შეტყობინებას მიიღებთ ელ.ბიბლიოთეკაზე  1 თვიანი წვდომის აქტივაციის კოდით, ონლაინ პლატფორმა თქვენს მობილურ ნომერს ავტომატურად აგენერირებს.

არჩევანი დიდია - საბას ბიბლიოთეკაში 6 500-მდე ნაწარმოებია.

დღის ამბები