24 ივლისი 2021,   08:24
ვრცლად
ზაზა გახელაძის დედამ შვილის ტყვეობიდან დასახსნელად სუიციდი სცადა, უკანონო პატიმრის მამა კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას გეგმავს

სუიციდის მცდელობა შვილის ტყვეობიდან დასახსნელად - რადიკალურ ზომას ზაზა გახელაძის დედამ, ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ყურადღების მისაქცევად მიმართა.

თითქმის ერთი წელია მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა. ოჯახი მთავრობას არასაკმარის ძალისხმევაში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყველა ზომას მიმართავს.

ზუსტად ორ დღეში ზაზა გახელაძის დაბადების დღეა - ოჯახი მასშტაბურ აქციას და ე.წ. საზღვრის მიმართულებით მსვლელობას აანონსებს.

უკანონო პატიმრის მამა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და სასჯელის შვილთან ერთად მოხდას აპირებს.

დღის ამბები