26 სექტემბერი 2021,   01:54
ვრცლად
მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი, "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა

პანდემიის პირობებში მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე, სუს-ის მიერ დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთი, საბურთალოს რაიონში, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულთან კავშირებს უარყოფს. ადვოკატი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, პოლიტიკური ნიშნით იყოს დაკავებული.

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამი დაკავებული პირის დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიებას, ბრალის წარდგენისთვის 48 საათი აქვს. ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის ინდმეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებასა და მათთვის დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

მონაცემები თაღლითურმა ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგინეს და 10 200 ლარი მიითვისეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები