24 ივლისი 2021,   15:13
ვრცლად
გაგრძელდება ეპიდვითარების განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე და არ არის გამორიცხული რეგულაციები კიდევ შეიცვალოს - გიორგი ღიბრაძე 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რეგულაციების გადახედვა კიდევ მოხდეს.

"ვნახოთ სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. რეგულაციების შემსუბუქების გადახედვა ყოველ საბჭოზე ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. ისედაც მინიმალურამდეა დაყვანილი რეგულაციები და ის მინიმალურიც განსჯის საგანი გახდება.

სიტუაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სულ ხდება,"- აღნიშნა ღიბრაძემ.

დღის ამბები