24 ივლისი 2021,   08:42
ვრცლად
ისრაელში, სადაც კორონავირუსი ვაქცინაციით დაამარცხეს, ვირუსმა კვლავ იფეთქა - ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს

ისრაელში გუშინ, ბოლო 2 თვის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haaretz ავრცელებს. კოვიდდადებითი 125 ადამიანი აღმოჩნდა, ქვეყანაში ინდური, დელტა ვარიანტი ცირკულირებს. 

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ჩეზი ლევი ამბობს, რომ ახალი შემთხვევების 70% სწორედ ინდური შტამია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ დაავადებულების ნახევარი ბავშვები არიან, ამასთან, ინფიცირებულთა მესამედი არის ვაქცინირებული. 

დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს და მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. 

ივნისის შუა რიცხვებისთვის ისრაელში ერთეული დღიური შემთხვევები ფიქსირდებოდა, გასულ კვირას ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. 

ამასთან, სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია მოსახლეობას ვირუსის გართულებებისგან იცავს. 

დღის ამბები