24 ივლისი 2021,   16:06
ვრცლად
როგორ უნდა მოიქცნენ ვაქცინის გარეშე დარჩენილები - არ არის გამორიცხული, პრეპარატის დეფიციტის გამო კონკრეტული პირის პასუხიმგებლობის საკითხიც დადგეს

ვინ როდის შეძლებს დაგვიანებული "ასტრაზენეკათი​აცრას - ქვეყანაში ბრიტანული მწარმოებლის პრეპარატზე დეფიციტი შეიქმნა, რის ზუსტ მიზეზს ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა, ფაქტია, რომ 5000 მსურველი პირველი, ან მეორე დოზის გარეშე დარჩა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი პრობლემის დროულად მოგვარების პირობას დებს და ბოდიშს იხდის. ამირან გამყრელიძის თქმით, მათთვის, ვინც მეორე დოზით უნდა აცრილიყვნენ, დათქმული სამედიცინო ვადები არ დაირღვევა, AstraZeneca-ს პირველ დოზაზე ჩაწერილებს კი ჩინურ მწარმოებელს, ან - მოცდას სთავაზობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დეფიციტის ორ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. ერთი შეფერხებული მოწოდება, მეორე კი არეული მონაცემებია.

ვაქცინის დეფიციტი თუ ლოჯისტიკური პრობლემები - საკითხის შესწავლა შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს. არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირის პასუხიმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღის ამბები