24 ივლისი 2021,   09:16
ვრცლად
ყველაზე იდუმალი პირველი ლედი, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩნდება - კიმის ცოლი სამოსისთვის მილიონებს ხარჯავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ცოლი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, როგორც სამხრეთ კორეული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რი სოლ-ჯუს ქმართან ერთად ტელეკამერები, საშუალოდ, წელიწადში ერთხელ აფიქსირებენ. 

ბოლოს ქვეყნის პირველი ლედი თებერვალში გამოჩნდა, ქმართან ერთად ის კონცერტს დაესწრო, რომელიც კიმის გარდაცვლილი მამის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. გასულ წლებში რი ქმარს უფრო ხშირად უწევდა კომპანიონობას, ბოლო პერიოდში კი თვეების განმავლობაში არ ჩნდება. 

კონცერტზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ წყვილი ნიღბების გარეშე იყო და სოციალურ დისტანციას არავისგან იცავდნენ. 

ვინ არის რი სოლ-ჯუ

BBC-ს ინფორმაციით, რი საზოგადოების მაღალი კლასიდან არის, მისი მამა პროფესორია, დედა კი ​მეან-გინეკოლოგი. ისევე, როგორც მისი ქმრის, არც რის ასაკი არის ზუსტად ცნობილი - ვარაუდობენ, რომ ის 31 წლისაა. ვიდრე პირველი ლედი გახდებოდა, ის მომღერალი იყო. 

მომავალ ქმარს კი, როგორც სამხრეთ კორეელი ანალიტიკოსები ამბობენ, 2009 წელს შეხვდა. წყვილს, სავარაუდოდ, სამი შვილი ჰყავს. 

ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი ყოველთვის ძვირადღირებული სამოსით ჩნდება, რომელიც მსოფლიოში პოპულარული დიზაინერების მიერ არის შექმნილი. მაგალითად, როგორც The Sun წერს, რის ხშირად აცვია "შანელის" პიჯაკები, რომლებიც, დაახლოებით, 11 ათასი აშშ დოლარი ღირს. 

2016 წელს მან მხოლოდ შიდა თეთრეულისთვის, დაახლოებით, 4 მლნ აშშ დოლარი დახარჯა - თეთრეული რიმ ჩინეთში შეიძინა. 

სასახლეები და კუნძული წვეულებებისთვის

კიმი ჩრდილოეთ კორეაში, დაახლოებით, 17 სასახლის მფლობელია, თუმცა წყვილის მთავარი რეზიდენცია დედაქალაქში, ფხენიანში მდებარეობს. 

სახლს ატომური თავდასხმისგან თავდასაცავი ჯავშანიც აქვს, რომელიც ელექტრო ღობეებით არი შემოსაზღვრული. როგორც ბრიტანული მედია წერს, სასახლეს საკუთარი რკინიგზის სადგურიც აქვს და გვირაბები, რომელიც სხვა სახლებს უკავშირდება. 

კიმი, ასევე, ფლობს კუნძულს წვეულებებისთვის, სადაც ხშირად მიემგზავრება კოქტეილებისა და ძვირფასი ტეკილის მისართმევად. ცნობილია, რომ ის ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამს და დიდი რაოდენობით სიგარეტს ეწევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები