25 სექტემბერი 2021,   10:55
ვრცლად
ეს საკითხი არ დადის მათემატიკამდე, ეს არის ღირებულებების საკითხი და არ შევეგუებით - ანა ნაცვლიშვილი ქალთა კვოტირების წესში შესატან ცვლილებებზე

პარლამენტთან აქცია გაიმართა. ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას აპროტესტებდნენ.

ქალთა მოძრაობამ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტში გადაინაცვლა. მათ ქალთა კვოტირების წესის ცვლილება გააპროტესტეს.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისინი ამას არ შეეგუებიან.

"იმ დროს, როდესაც ეს საკითხი დაისვა უმრავლესობის წევრის მხრიდან, დარბაზში არ იჯდა არცერთი ქალი და ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება. ეს საკითხი არ დადის მათემატიკამდე, ეს არის ღირებულებების საკითხი. ჩვენ ამას არ შევეგუებით," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადგან საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება არჩევნებში პროპორციული და მაჟორიტარული თანაფარდობა, ეს თავის მხრივ იმის დასტურია, რომ ქალთა რაოდენობრივი წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ჯამში არ შეიცვლება.

ცნობისთვის, პარტიებს 2028 წლამდე თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდათ, ახლა კი ეს წესი სამი კანდიდატიდან ერთს შეეხება.

 

დღის ამბები