25 სექტემბერი 2021,   10:49
ვრცლად
უმჯობესია, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული, აჩქარება ცუდი სტარტი იქნება - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აჩქარება არ შეიძლება.

კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას პარლამენტი გაითვალისწინებს.

"ჩვენ, მე და კოლეგებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის საბჭოდან ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე გამოვთქვით, რომ უმჯობესია ცოტა შენელება და არ იყოს სიჩქარე და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები ამ დანიშვნებთან დაკავშირებით. ასევე, ამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება იმისთვის, რომ იყოს ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა.

იმედი მაქვს ეს ასეც განხილული პარლამენტში და ასევე ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. შესწავლა ამ საკითხის უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, არ იქნება აჩქარება, რადგან ეს აჩქარება ცუდი სტარტი იქნება ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

დღის ამბები