25 სექტემბერი 2021,   10:11
ვრცლად
"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" 19-21 ივნისს დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - გიორგი ვაშაძე სამ პუნქტს წარმოადგენს

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, 19-21 ივნისს დაზარალებულ პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს და მათთვის კომპენსაციები დაწესდეს. ცვლილებებით განსაზღვრულია კომპენსაციის გაცემის წესი, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები და კომპენსაციის ოდენობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ პირებს, რომლებმაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება; ასევე პირებს (მათ ოჯახს), რომელთაც მიღებული დაზიანების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის გასწიეს შესაბამისი ხარჯები.

სტრატეგია აღმაშენებელმა და ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა 20 ივნისის დაზარალებულთა საქმეზე ერთობლივი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დააინიცირეს. მათი თქმით, აუცილებელია, თითოეულ დაზარალებულს დაენიშნოს გარკვეული სახის კომპენსაცია, ასევე, მუდმივი პენსია ფიზიკურად დაზარალებულებს.

"ეს, პირველ, რიგში ითვალისწინებს დაზარალებულების ერთჯერად კომპენსაციას. მეორე, საპენსიო უზრუნველყოფას იმ დაზარალებულებისა, რომლებმაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და მესამე, სრულ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას სიცოცხლის ბოლომდე" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები