25 სექტემბერი 2021,   09:44
ვრცლად
ტრიოს დაფუძნების მიზნები - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ჩადიან  

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩადიან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ ასოცირებული ტრიოს დაფუძნების მიზნებს, საუბარი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთობის გაღრმავებაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებზე.

ტრიოს შექმნის ძირითადი მიზანია, სამივე ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვედრებსა და მის მნიშვნელობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

"დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები ხელს შეუწყობს სამ მინისტრს, რომ მიაწოდონ ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია იმ სურვილებსა და მიზნების შესახებ, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ევროკავშირთან მიმართებით, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში და ეს შეხვედრა და შემდგომში შესაბამისი ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც უნდა გასწიოს სამმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ასევე მიმართული იქნება სამიტის მზადებისთვის,“ - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

პარალელურად, ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკომისიაში მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარ დიდია რეინდერს ხვდება. 

დღის ამბები