31 ივლისი 2021,   23:35
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა პარტიას, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით - დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა და როგორც მმართველ, ისე - ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა სრული სულისკვეთებით შეასრულონ შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნული შეთანხმება.

"გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

სწორედ ამიტომ, კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

დღის ამბები