31 ივლისი 2021,   23:55
ვრცლად
გიორგი გახარია NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა

გიორგი გახარია NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. გახარიამ დერეკ მიტჩელთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე, გააცნო პარტიის "საქართველოსთვის" სამომავლო გეგმები.  

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. 

საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. 

დღის ამბები