31 ივლისი 2021,   23:10
ვრცლად
347 დღე ოკუპანტების ტყვეობაში - რატომ განაცხადა უარი ზაზა გახელაძის მამამ ოკუპირებულ რეგიონში გადასვლაზე

სამოქალაქო პროტესტი ზაზა გახელაძის თავისუფლებისთვის - უკანონო პატიმრის ოჯახი, თანასოფლელები, თბილისიდან ჩასული მოქალაქეები და პოლიტიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მიეწვდინათ ხმა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.

საოკუპაციო ხაზთან პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული, სამართალდამცავები შიშობდნენ, რომ ზაზა გახელაძის მამა, დაპირების შესაბამისად, შვილის სანახავად მავთულხლართებს გადაკვეთდა.

მიხეილ გახელაძემ, საბოლოდ, ამ ნაბიჯზე საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შემდეგ უარი თქვა. საქართველოს მოქალაქეს დღეს ცხინვალის იზოლატორში 34 წელი შეუსრულდა. ოკუპანტების ტყვეობაში ზაზა გახელაძე 347 დღეა იმყოფება.

დღის ამბები